Monday, June 6, 2011

ჩემი თვალით დანახული ყაზბეგი






ყანობის ეკლესია

ვარდისფერი მარილი

მოხევეები

ნიში


ქაბარჯინა

ვაცის ხევი

თერგი

მყინვარი

ყანობი ჩემი პატარა სიამაყე


ტურისტული მხარე

   ყაზბეგი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ადგილია, ყოველწლიურად მას დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს ( აგვისტოს ომის შემდეგ საგრძნობლად იკლო მათმა რაოდენობამ )

   სტეფანწმინდა (ყაზბეგი) მდებარეობს საქართველოს ჩრდილო აღმოსავლეთით. თბილისიდან 157 კილომეტრით არის დაშორებული, ზღვის დონიდან კი 1740 მეტრზე მდებარეობს. მასზე გადის საკმაოდ სწრაფი მდინარე თერგი. ჰავა საკმაოდ ცივი და მშრალია. საშუალო ტემპერატუა +4.9 გრადუსია. ყველაზე ცივი პერიოდი იანვრის თვეა ამ დროს ტემპერატურა საშუალოდ -5.2 გრადუსია. მინამალური ტემპერატურა დაფიქსირებულია -34 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური +32.

ლაშქრობა ყაზბეგში

I დღე - თბილისიდან  10:00 საათზე გასლა.
ანანურის სამონასტრო კომპლეკსის დათვალიერება, ჯვრის უღელტეხილის
გავლით ყაზბეგში ჩასვლა. დაბანაკება და ღამის თევა.

II დღე - დილით გერგეთის სამებაზე ასვლა.
ყაზბეგში დაბრუნება და მხართმცოდნეობის და მთასვლელობის მუზეომების
დათვალიერება. ღამისთევა ყაზბეგში.

III დღე - დარიალის ხეობაში გასვლა.
ხდის ხეობის დათვალიერება და ყაზბეგში დაბრუნება.
სნოს ხეობიდან ჯუთის მიმართულებით მოძრაობისას სნოს ციხის, კარკუჩას,
ჯუთას დათვალიერება და ყაზბეგში დაბრუნება.

IV დღე - დილით სოფ. არშის მიმართულებით გამგზავრება.
გზად ფანშეტის, არშის ციხის, ჩანჩქერებისა და სიონის ბაზილიკის ნახვა.
ყაზბეგში დაბრუნება.

V დღე - ბანაკში დასვენება(გართობა, მწვადების შეწვა, ინტელექტუალური ტამაშები)

VI დღე - თბილისში დაბრუნება.

ხანგრძლივობა: 6 დღე - 5 ღამე.

ლაშქრობისთვის ხელსაყრელი პერიოდი ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე.

ტრანსპორტით სავალი გზის მონაკვეთი

თბილისი-ყაზბეგი-თბილისი 315 კმ.
ყაზბეგი-ხდის ხეობა-ყაზბეგი 25 კმ.
ყაზბეგი-დარიალის ხეობა-ჯუთა-ყაზბეგი 85 კმ.

ფეხით სავალი გზის სიგრძე
ყაზბეგი-გერგეთის სამება-ყაზბეგი 6 კმ.
ყაზბეგი-ფანშეტი-არშა-სიონი-ყაზბეგი 20 კმ.

ღამისთევა კარვებში

კვება სამჯერადი

საჭირო ინვენტარი: კარვები, პარალონი, საძილე ტომრები, ფანარი, ბარი, ნაჯახი, ტენტი, სკოჩი, აფთიაქი, თოკები(კარვების გასაშლელად), ჭურჭელი(ქვაბი, ტაფა, ვედრო, თეფშები, ჩანგლები, დანები, კოვზები, ჭიქები, ჩაიდანი).


სასტუმროები 








100 აშშ დოლარიდან
               

სასტუმრო ''სტეფანწმინდა'' გთავაზობთ 22 ნომერს: 19 არის სტანდარტული ერთადგილიანი და ორადგილიანი ნომრები, 3 - ლუქსი.

 

 





ლელას სასტუმრო სახლი       
 45 აშშ დოლარიდან
               
 
ლელას საოჯახო სასტუმრო ყაზბეგში არის პატარა, ლამაზი სასტუმრო სახლი, სადაც მოხიბლული დარჩებით დიასახლისის  სტუმართმოყვარეობით. სასტუმროს აქვს 4 ორადგილიანი ნომერი.  ვრცლად...


მერაბის სასტუმრო სახლი    
  
30 აშშ დოლარიდან
               

მერაბის საოჯახო სასტუმრო ყაზბეგში. ორი სახლი ერთ დიდ ეზოში მუდამ მზადყოფნაშია მინიმუმ 25 სტუმრის მისაღებად.  





მანონის სასტუმრო სახლი 
     
30 აშშ დოლარიდან
               

მანონის საოჯახო სასტუმრო ყაზბეგში. თქვენ მოხიბლული დარჩებით მასპინძლის სტუმართმოყვარეობით.   



ლევანის სასტუმრო სახლი     




30 აშშ დოლარიდან
               

ლევანის სასტუმრო სახლი გთავაზობთ მშვენიერ ხედებს ყაზბეგის მთაზე.

მოხევეები


   ეს ექსცენტრიკული ჰაკერირუსთავი-2”-ის დილის ეთერის ინტერნეტმიმომხილველია. მართალი გითხრათ,  ასეთი მხიარული მოხევე,  ვასიკო ოდიშვილს თუ არ ჩავთვლით,  ჯერ არ შემხვედრია. ამიტომ მათი ტანდემი სამზარეულოს ბლოკში სახალისო და საინტერესო გამოდგა. სანამ ტელევიზიაში მოხვდებოდა,  ალექსანდრე დავითაშვილმა დიდი გზა გაიარა. იყო კალათბურთელი,  აქტიური ჟურნალისტი,  ფოტოგრაფი. ახლა კომპიუტერსა და ინტერნეტშიაშემძვრალი”. მისი მოვალეობაც ესაა,  ახალ-ახალი საიტების მოძიება და მაყურებლისთვის წარდგენა.

    ამჯერად ალექსანდრე სტუმრის სტატუსით მიიწვიადილა მშვიდობისამკულინარიის ბლოკში. ის არც ისე ცუდი მზარეული აღმოჩნდა. მეტიც,  მიაჩნია,  რომ მამაკაცები ბევრად კარგი კულინარები არან,  ვიდრე ქალები. თუმცა სურვილი,  რომ მომავალ ცოლს სახლში ცხელ-ცხელი სადილი დაახვედროს,  სულაც არ აქვს. ყაზბეგი მისი სამშობლოა და მოხეური ხინკლის გემოც იცის და გაკეთებაც.

- ალექსანდრე, მოგვიყევი შენ შესახებ, როგორ მოხვდირუსთავი-2”-ის დილის ეთერში და სად იყავი მანამდე?
- 17 წლისამ დავიწყე სტაჟიორად მუშაობა საზოგადოებრივ რადიოში, საინფორმაციო გადაცემის სტაჟიორ-კორესპონდენტი ვიყავი. შემდეგ გადავინაცვლე ტელევიზიაშიპირველ არხზე”. ვმუშაობდი დილის გადაცემაში, გადაცემასარჩევში”, “კედელში”. მერე თავი ამოვყავიმოამბეში”, ორი წელი კორესპონდენტად ვიმუშავე. ომის წინა დღეს წამოვედიპირველი არხიდან”.

- რა მიზეზით?
- ხელმძღვანელობასთან შეუთავსებლობის მიზეზით. ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელმაც ვერ გამიგო, არც მე გავუგე, რადგან შეუძლებელი იყო მათი გაგება. ვერ ვეგუებოდი არხის მთავარ რეჟისორს.

- ვინ არის?
- წავიდა უკვე, აღარ არის. შემდეგ მთელი ზაფხული ევროპაში გავატარე, გრანდიოზული ევროტური მქონდა, შეიძლება ითქვას, ქვეყანა მოვიარე. სრულიად დასვენებული ჩამოვედი და კარგი ფოტოები ჩამოვიტანე. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ფოტოგრაფიაც პროფესიად მექცა. ტელევიზიიდან რომ წამოვედი, ფოტოგრაფიაზე გადავერთე. ის იყო ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო, გარდა იმისა, რომ სიამოვნებას ვიღებდი ამ საქმით, უცხოური სააგენტოების დაკვეთებზე ვმუშაობდი. ამან ბევრი რამ მასწავლა. ევროპიდან რომ დავბრუნდი, ჩემი სტეფანწმინდა მომენატრა, ჩემი სიონი, ჩემი გერგეტის სამება. ავედი და მარიამობისთვის ერთი კვირით დავრჩი. ტელეფონი გამოვრთე. როცა ვისვენებ, ტელეფონს ვრთავ ხოლმე. ყაზბეგში კი, როგორც მოგეხსენებათ, ინტერნეტი არ მაქვს. ასე რომ, ყოველგვარ თანამედროვეობას მოკლებული ვარ. ვკონტაქტობ მხოლოდ მეზობლის ძროხებთან, რომლებიც ჩემს სახლთან აივლიან, ჩამოივლიან და ბღავილით მესალმებიან.

- რა გააკეთე ყაზბეგში?
- იქ ვთიბავ ხოლმე, ძალიან მიყვარს თიბვა. იქ ყველას ყელში აქვს ამოსული ეს საქმე, მე კი ფიზიკურ შრომას მონატრებული ვარ... ჰოდა, იმას გიყვებოდი, ტელეფონი გამორთული მქონდა. ერთ დღესაც მეზობელს ეს-ემ-ეს-ის გაგზავნა უნდოდა. ჩავრთე ტელეფონი და ვნახე, რომრუსთავი-2”-ის ერთ-ერთ თანამშრომელს დაურეკავს ჩემთან, რომელიც ჩემი ახლობელია. ერთი სიტყვით, მისგან გავიგე, რომ კასტინგი იყო გამოცხადებული მამაკაც წამყვანზე დილის გადაცემაში. მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა ტელევიზია. ნარკოტიკივითაა ტელევიზია, ერთხელ თუ შეყავი თავი, შანსი არ არის, არ მოგენატროს. ტელევიზია ჩემთვის ისეთი მშობლიური სივრცეა, როგორც ალბატროსისთვის ოკეანის თავზე მდებარე ცა. ასე რომ, უარს ვერანაირად ვერ ვიტყოდი. არ ვიცი, როგორ ჰქონდა გადაწყვეტილი ჩემი სტატუსი ნინო არაზაშვილს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კომპიუტერი ძალიან მიხდება. მე კიბერთაობას მივეკუთვნები, ინტერნეტთან 1997 წლიდან ვურთიერთობ, როცა ის უცხო და ახალი ხილი იყო საქართველოში.

- რამდენი წლის იყავი მაშინ?
- შვიდის. ნიჭიერი ვიყავი ალბათ. რომ გითხრა, ინტერნეტმიმოხილვის კეთება ჩემი მთავარი სულისკვეთება და ცხოვრების მიზანია-მეთქი, ეს დიდი და ურცხვი ტყუილი იქნება, რომელსაც არ ვიკადრებ, ჩემი წარმომავლობიდან გამომდინარე. რაც ყველაზე მეტად მიყვარს ჟურნალისტიკაში, ეს არის ნიუსი, ახალი, ცხელი ამბავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახლა ჩემი საქმე სულაც არ არის ნიუსების კეთება. ვეძებ ახალ საიტებს, რაც გამოადგება ბავშვებს, მოზარდებს და ყველა ასაკის მაყურებელს. განსაკუთრებით ბავშვებისთვის ვზრუნავ, რადგან ბავშვები მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ არ მყავს. იმედია, მეყოლება ტყუპი, წითელთმიანი გოგონები. იმედი არის, მაგრამ შანსი არანაირი. ცოლი არ მყავს ჯერ და არ მინდა ბავშვები დედის გარეშე გაიზარდონ.

- პერსპექტივა როგორია ამ მხრივ?
- ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებ. არ მინდა ბაკალავრის დიპლომით დავრჩე, რამე სხვამასტერ ისხარისხიც მინდა მქონდეს. როცა სწავლა-განათლებას მოვრჩები დახელშესახებიახალგაზრდა ვიქნები, საზრუნავი აღარ მექნება, რა ვაკეთო და რით შევინახო ოჯახი, მერე დავფიქრდები ოჯახის შექმნაზეც. ერთი სიტყვით, არ ვარ მზად იმისთვის, რომ ოჯახი შევქმნა. მეზარება ცოლზე ზრუნვა. ბავშვებზე ზრუნვაც მეზარება. სხვის ბავშვებს მოვუვლი, მაგრამ საკუთარს - ვერა.

- საკუთარი თავის მოვლაც ხომ არ გეზარება?
- არა, საკუთარ თავს უკვე დიდი ხანია ვუვლი. მე ერთ ქალაქში ვცხოვრობ, დედაჩემი მეორე ქალაქში, გორში. 13 წლიდან მარტო ვარ და შესაბამისად, თავის მოვლას მივეჩვიე.

- კერძებსაც თავად იმზადებ?
- ჩემი კულინარიული ცხოვრების პირველი ეტაპი იყო საშინელი და კატასტროფული. ცოტა ხნის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მეზიზღებოდა სოსისი და ფენოვანი ხაჭაპური.

- რატომ, კარტოფილის შეწვაც არ იცოდი?
- კალათბურთს ვთამაშობდი, ნაკრებში ვიყავი და ისე ვიღლებოდი, კარტოფილის შეწვის თავიც არ მქონდა. ერთადერთი გამოსავალი იყო მზა საჭმელი, რომელსაც უკვე ვერ ვიტან.

- როგორ გადახვედი კულინარიის ახალ ეტაპზე?
- კალათბურთის თამაშისას ტრავმა მივიღე და ამან ჩემი აქტიური ცხოვრება შეწყვიტა. ექვსი წლის მივედი კალათბურთზე და უცბად ყველაფერი დამთავრდა. მაშინ აქტიურ ჟურნალისტიკაზე არც კი ვფიქრობდი. უბრალოდ, ისეთი ფაკულტეტებიიჩითებოდა”, ჟურნალისტიკა ვარჩიე. მივხვდი, რომ დიდი ფილოლოგი ჩემგან არ გამოვიდოდა. დიდი ფილოლოგი აკაკი გვყავდა, შანიძე და საკმარისია. არც დიდი გეოგრაფობა მინდოდა, არც გეოლოგობა და არც ფიზიკოსობა, მსოფლიოს აინშტაინი ჰყავს, ალბერტი. ჟურნალისტიკა არც იქით იყო და არც აქეთ. თან მაშინ დიდი ჩაწყობები იყო, არც მეგონა, რომ მოვხვდებოდი, მომზადებაც ვერ მოვასწარი.

- მოხვდი?
- მოვხვდი, ოღონდ ფასიანზე. მერე ვიღაც-ვიღაცები დამდევდნენ და მეკითხებოდნენ, ვინ მოგაწყოო.

- შორს წავედით, კულინარიის შემდეგ ეტაპზე ვსაუბრობდით...
- ჰო, ერთ დღესაც გავიღვიძე, მაიკლ ჯორდანის პლაკატს შევხედე და ვუთხარი, ჩემო მაიკლ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი. მე და მაიკლმა გადავწყვიტეთ, რომ ნელ-ნელა დაგვეწყო კერძების მომზადება. უცნაურ კომბინაციებს ვიგონებდი. მაგალითად, კარტოფილს შევწვავდი, ყველსაც შევწვავდი და გვერდით დავუდებდი, მოვასხამდი კეტჩუპს, რომელიც მაშინ დავრწმუნდი, როგორი საზიზღარია. არ იხმაროთ ხალხო, ტომატი შეაზავეთ მწვანილებითა და სუნელებით და ის მიირთვით. კიდევ თევზის ფილეს ვწვავდი, ბოსტნეულს ვხარშავდი, დავკეპავდი, მივუყრიდი ბარდას, დავასხამდი ზეთს. ყოველთვის ზეითუნის ზეთს ვიყენებ, ვერ ვიტან მზესუმზირის ზეთს. ამ ხუმრობა-ხუმრობაში წვნიანებზე გადავედი, წვნიანი კერძი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის აუცილებელია. წვნიანი თუ არ მიიღე, სიმაღლეში ვეღარ გაიზრდები. ჩემთვის კი სიმაღლეში გაზრდა მნიშვნელოვანი იყო, მაშინ ჯერ კიდევ მეტრი და 90 სანტიმეტრი ვიყავი. ახლა 2 მეტრი და 20 სანტიმეტრი ვარ. სტაფილოსაც ბევრს ვჭამდი, ალბათ მაგანაც იმოქმედა ჩემს გაზრდაზე. იმიტომ ვარ ასეთი ზრდილი.

- ყველაზე უკეთ რომელი კერძის მომზადება გამოგდის?
- ჩემს წარმომავლობას თუ გავითვალისწინებთ, ხინკლის გაკეთება ვიცი მაგრად. ოღონდ არიფულ ხინკალს კი არ ვაკეთებ, აქ რომ აკეთებენ, არ იციან და მწვანილით აზავებენ ფარშს, მე ნაღდ მოხეურ ხინკალს ვამზადებ.

- გვასწავლე, როგორ მოვამზადოთ ნამდვილი მოხეური ხინკალი...
- ცომი მაგარი უნდა იყოს. ფარში შერეული - ღორის და საქონლის, ფარშს ვანელებთ წითელი წიწაკით, შავი წიწაკით, ხახვით, ნიორით, კვლიავითა და ხმელი ქონდრით.

- კვლიავი რა არის?
- კვლიავი ანუ ძირა, როგორც აქაურები ეძახიან. სათიბში ვკრეფთ ზაფხულობით ყაზბეგში. მაპატიოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც სათიბი გავუთელე კვლიავის ძებნაში, მაგრამ ბაზარში საკმაოდ ძვირია. ფარშს ბევრი წყალი არ დაასხათ, რადგან გაწყალდება და სუფის ჭამა მოგიწევთ.

- ცომიც მოგიზელია?
- აბა რა, მაგარ ცომს ვზელ და ხინკალი არ იშლება. ქალებს უჭირთ ცომის მოზელა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კულინარია ქალის საქმე არ არის! ქალებო, გაიხარეთ, აღარ გაუკეთოთ ქმრებს საჭმელი. აჩვენეთ ჩემი ინტერვიუ ქალებს და ომი აღარ იქნება.

- ცოლსაც არ გააკეთებინებ საჭმელს?
- გავაკეთებინებ, იმედი მაქვს, კარგად გააკეთებს. თუ არა და მე სადილის გამკეთებელი ნამდვილად არ ვარ. დღის განმავლობაში ისე ვიღლები, ვინმე თუ არ გააკეთებს საჭმელს, შიმშილით ამომხდება სული.

- იქნებ შენი ცოლი უფრო დაკავებული იყოს?
- შანსი არაა, ცოლი მინდა მე სახლში (იცინის)! ეგღა მაკლია, ცოლმა აქეთ-იქით ირბინოს, მე სახლში სადილები ვაკეთო დანასკებივრეცხო. არა, ძალიან ქაჯურადაც არ ვფიქრობ, მაგრამ არ მესიამოვნება, ცოლი ჩემზე დაკავებული რომ აღმოჩნდეს და საჭმლის გაკეთებაც ვერ შეძლოს. ასე რომ, ცოლს ცოტალაითისამსახური უნდა ვუშოვო.

- მაშ, დღესვე მოგიწევს მაგ საქმეზე ფიქრი. სანამ მომავალი ცოლისთვის სამსახურს იშოვი, იმ კერძის რეცეპტი გვასწავლე, “რუსთავი-2”-ის დილის მაყურებლისთვის რომ მოამზადე ღია ეთერში...
- ეს არის შემწვარი კალმახი სატენით ანუ შიგთავსით. ამიტომაც დავარქვით მასსატენი”. ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კალმახი. პირველ რიგში, გავასუფთავებთ თევზს, გადავშლით და დავნამავთ ლიმონის წვენით. მის შიგთავსს მოვამზადებთ შემდეგნაირად: გავატარებთ ნიგოზს, დავუმატებთ ზაფრანას ანუ ყვითელ ყვავილს, შავ წიწაკას, ბროწეულს, ხმელ კოწახურს და გრძლად დაჭრილ სულგუნს. ამ ყველაფერს კარგად ავურევთ, ჩავდებთ კალმახში და ჩხირებით შევკრავთ. შემდეგ ამოვავლებთ საფანელში ანუ დაფქვილ ორცხობილაში და ზეითუნის ზეთში შევწვავთ. მის გაფორმებას თქვენ განდობთ, გასაფორმებლად მოუხდება სალათის ფურცლები და ზეთისხილი. ერთი თევზი ორ ადამიანსაც ეყოფა, თუ ძალიან მშივრები არ ხართ.


         მოხევური სამზარეულო 
                ქართული სამზარეულო ერთ-ერთი მდიდარი და გამორჩეულია მსოფლიოში. ბუნებრივი პირობებისა და მეურნეობის მრავალგვარობამ კერძების მრავალფეროვნება განაპირობა. საქართველოს ცალკეულ კუთხეში საუკუნეთა განმავლობაში ტრადიციული კერძები შეიქმნა.
         თიულები დღეში სამჯერ მიირთმევენ: სადილი (საუზმე), სამხარი (სადილი) და ვახშამი. 
       იკვებებიან შემდეგი პურეულით: ქერ-სვილი(ჭვავი), ქერი, ხორბალი და მჭადით. აცხობენ ხმიადს და საფუარიან პურს, ლავაშს კეცზე აცხობენ.
     ნამცხვრები: ქადა გულიანი, ხაბიზგინდა, ნიორპურა, ხაჭომხლოვანი, ატრია (გათხელებულ ცომს ჭრიან და რძეში ხარშავენ).

სიმინდის ფქვილისგან ამზადებენ:

ე რ ბ ო - ხ ა ლ ს - სიმინდის ფქვილის ერბონარევი ფაფა, მასში პურს აწობენ და ისე ჭამენ.

კ ა პ ა რ ი - სიმინდის ფქვილს ხაშით ამჟავებენ, შემდეგ წყალში ადუღებენ, ქილებში ასხავენ და როცა დამჟავდება მარხვაში ჭამენ.

ხ ი ნ კ ა ლ ი - ხორცის, ყველის, კარტოფილის, ხაჭოსი, ჭინჭრის, ერბო-ფქვილში არეული.

         აღმოსავლეთ საქართველოს ტრადიციული კერძი ხინკალია. 

        რძის პროდუქტებისგან ამზადებენ მთიულურ საჭმელებს: ერბოყველს, ჭიმურს, ფუშრუკის შეჭამანდს, დოს კერძს, დოშხალას, მაწვნის სუპს, ხაჭოს, ნადუღს, ხავიწს, კორკოტს, ხელგამოსმულას. გამხმარი ხილისგან დამზადებულ საჭმელებს: ღოლოს კერძს, შვინდის კერძს, ნივრის ხინკალს, ჩირხალს, ქუმელს, ხირხიტოს. ღორის ხორცისგან ხროიჭს. მხლოვანა.

         ხორხიტო - მოზრდილ ქვაბში მოხრაკავენ ერბოში ხახვს, დაასხავენ 3ლ. წყალს, აადუღებენ, ჩააყრიან დანაყილ ნიგოზს, ქინს, წიწაკას, მარილს, ჩააწყობენ ახალ გამომცხვარ ცხელ პურს. .
 ღოლოს კერძი 

150გრ. ღოლოს ფოთოლი
1 ღვინის ჭიქა გატარებული ნიგოზი
1 თავი ნიორი
ტყემლის ტყლაპი გემოვნებით
3 ლიტ. წყალი
მარილი გემოვნებით
8 ლუკმის კოვზი ფქვილი

შინდის შეჭამანდი (კერძი)

შინდის კერკი 1 ღვინის ჭიქა
ნიგოზი 1 ღვინის ჭიქა გატარებული ან დანაყილი
შაქარი 50გრ. (ან შაქარი გემოვნებით)
ნიორი 1 თავი
2 ლიტ. წყალი
6 ლუკმის კოვზი ფქვილი
მარილი გემოვნებით

მხლოვანა

ჭარხლის ფოთოლი 2 კგ.
მწვანე ხახვი 1 კონა
ქინძი 1 კონა
კამა 1 კონა
ყველი ნახევარი კგ. (0,5 კგ)
ერბო 100 გრამი
ფქვილი 3-4კგ
მაწონი 1 ლიტ.

ნივრის ხინკალი

4 საშ. ზომის ნივრის თავი
1 ღვინის ჭიქა გატარებული ნიგოზი
50გრ. წყალი
მარილი გემოვნებით
ერბო გემოვნებით
3კგ. ფქვილი

 
                    მოხეური ხინკალი


        მოხეური სამზარეულო გამოირჩევა მრავალი თავისებურებით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოხეური ხინკალი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ხბოს ან ცხვრის ხორცს წმინდად დანაყავენ, შეაზავებენ მთის ქონდარით და მკვლიავით (ძირა), მარილით და წიწაკით, გაახვევენ მარილწყალში მოზელილ ცომში. ადუღებულ წყალში ჩაყრიან და მოხარშავენ.













    

            ქონდრის წვენს 
      ავიღოთ ცხვრის ხორცი, მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით - ანუ დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად დავასხათ წყალი და მოვხარშოთ, როცა ხორცი კარგად მოიხარშება ჩავაყაროთ დაჭრილი კარტოფილი და ბეგქონდარა გემოვნებით. როცა კარტოფილი მოიხარშება ჩავაყაროთ დაკეპილი ნიორი(ესეც გემოვნებით). ცოტა ხანში კერძი მზადაა.  ბაღის ქონდარით ისეთი გემრიელი არ გამოდის. ველური ქონდარი უფრო უხდება..

            მოხეური ყაურმა 
       მას უფრო მწყემსები აკეთებენ როცა მთაში არიან. დაკლულ ხბოს ან ცხვარს როცა გაატყავებენ ტყავს კარგად გაასუფთავებენ, ხორცს დაჭრიან შესაბამისი ზომის ნაჭრებად, შემდეგ ამ ხორცს გაახვევენ ტყავში, ტყავს კარგად, მჭიდროდ ამოკერავენ. შემდეგ ამოთხრიან ორმოს, ჩადებენ შიგნით ამ ხორციან ტყავს და როცა მიწას დააყრიან ზემოდან დაანთებენ კოცონს და როცა ჩაინავლება და ჩაქრება კერძიც მზადაა. ამოიღებენ და გემრიელად მიირთმევენ . 

                          ქადა 
 შეგვიძლია ქადის გულით, ჯემით ან ნიგოზისა და შაქრის ნარევი გავუკეთოთ გულსართი. ცომი: 5 ცალი ნამცხვრისთვის( როგორც წესი იქ აცხობენ 28 სმ დიამეტრის თუჯის თხელ ტაფაში )
10 კვერცხი
1 კგ შაქარი
1 ლიტრი რძე
700 გრ ერბო ( როცა არ მაქვს კარაქს ვხმარობ)
50 გრ ზეთი
ფქვილი იმდენი რომ ჩვილი ცომი გამოვიდეს.
1)ერთი ლიტრი რძე შევდგათ ნელ ცეცხლზე, ჩავყაროთ შაქარი და ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება, რძე ძალიან არ გავაცხელოთ
2) ერბო ან კარაქი გავადნოთ
3) კვერცხი ძალიან კარგად ავთქვიფოთ
4) ერთ ჭიქა თბილ რძეში ჩავყაროთ ერთი სადილის კოვზი თავმოდგმული საფუარი და დაველოდოთ სანამ არ ამოვა.
         რძეში ჩავუშვათ ერბო, ზეთი ვანილი გემოვნებით, ბოლოს გათქვეფილი კვერცხი და სულ ბოლოს საფუარი, შევაზილოთ გაცრილი ფქვილი. ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი და ჩვილი. დავდგათ სითბოში. ცომი უნდა ჩავზილოთ 2-ჯერ. ბოლოს უნდა ამოვაგუნდაოთ 5 დიდი და 5 მომცრო გუნდა. გავაჩეროთ სითბოში. ტაფებს წავუსვათ ცხიმი და ჩავდოთ მომზადებული ცომი, გავუკეთოთ გულსართი სურვილის მიხედვით და დავადოთ ზემოდან მომცრო გუნდის გაბრტყელებული ცომი, ამოვუკეცოთ გვერდები და ზემოდან აპლიკაციია სურვილის შესაბამისად, ჩვენი ძალოები სასწაულ ლამაზ პეროგებს და ქადიანებს აკეთებენ, გემოზე რომ არ ვქთვა არაფერი. დავდოთ გამზადებული ტაფები სითბოში და დაველოდოთ ამოსვლას. როცა ამოვა კარგად გადავუსვათ ზემოდან კვერცხისა და რძის ნაზავი და შევდგათ წინასწარ გამთბარ ქურაში. ცხვება საშუალო ცეცხლზე, გამოვიღოთ როცა გამოცხვება, გავაჩეროთ ტაფაშივე სანამ არ გაცივდება, გადმოვიღოთ ფრთხილად და მივირთვათ გემრიელად.