Monday, June 20, 2011

ილია II (კათოლიკოს-პატრიარქი)

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის[1][2], ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, ქ. ორჯონიკიძეში, ახლანდელი ვლადიკავკაზი, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში, ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977-იდან. 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

                                     ბავშვობა
კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი – სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი – სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე IIკალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლის ლოცვა კურთხევა მიუღია. პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ - არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). ამ უკანასკნელს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი 

                                           შემდგომი წლები
1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი – მღვდელ-მონოზვნად.
მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის – იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის – პირველი რექტორი.

                         კათოლიკოს-პარტიარქი

1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით Vილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ (390-400 წლებში)). გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (
1978-1983 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს სა-პატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამავე წელს იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.
1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარიათბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია. გადმოტანილ იქნა
უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.
ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა – 53-მდე, სასულიერო პირთა – 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის – წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

Saturday, June 11, 2011

ყაზბეგის რაიონის ისტორიული ძეგლები


 1. ყაზბეგი, ყოფილი სტეფანწმინდა (ამაღლება-აღდგომის ხატი,  ახალწლის ნიში, ელიას ხატი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ხატი, კოშკები, ნათლისმცემლის  ეკლესია, ოქროს ბურთუსოვანი, სამაროვანი, სპარსანგელოზის ნიში, ქოზციხე, ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი)



2. აბანო (კობის თემის საკრებულო.: ისტ. სოფელი, ეკლესია გზის პირას, კოშკების კომპლექსი)



3. ალმასიანი (კობის საკრ.: ისტ. სოფელი)



4. არშა (სიონის საკრ.: არშის ციხე, ეკლესია, წმ. გიორგის ახალი ხატი)



5. აჩხოტი (სნოს საკრ.: ისტ. სოფელი)



6. ახალციხე (სნოს საკრ.: ისტ. სოფელი, ეკლესია სოფლის განაპირას)



7. ბურმასიგი (კობის საკრ.: ისტ. სოფელი, საცხოვრებელი კომპლექსი კოშკით)



8. გაიბოტენი (სიონის საკრ.: ისტ. სოფელი, კვირაცხოვლის  ეკლესია,  კვირეღვთისშვილის ნიში, კოშკი, მთავარანგელოზის ხატი, ნიშთანა, საცხოვრებელი კომპლექსი კოშკით)



9. გარბანი (სიონის საკრ.: ისტ. სოფელი, აკლდამები, კვირეღვთისშვილის ხატი, მთავარანგელოზის ხატი, მინდვრის წმ. გიორგის ხატი, სამაროვანი, ციხემცავი ანგელოზი, წვერის (სემღისას) წმ. გიორგის ხატი,  წმ. გიორგის ეკლესია)



10. გერგეტი (ისტ. სოფელი, ბეთლემის კომპლექსი, კვირიკეს ნიში - ქობის ბეთლემი, კოშკი,  ნინოწმინდის  ნიში, ოხარეშის წმ. გიორგის ეკლესია, სამების ეკლესიის კომპლექსი, ყველაწმინდა (ქალების ხატი), წმ. გიორგის ეკლესია)



11. გველეთი ( ყაზბეგის საკრ.: ისტ. სოფელი, დარიალის ციხე, კოშკი და კოშკური სახლი, სამაროვანი)



12. გორისციხე  (ისტ. სოფელი, ავსაჯანაანთ ციხე)



13. გუსალთა (კობის საკრ.:  კოშკი)



14. დესი (კობის საკრ.: საცხოვრებელი კომპლექსი  კოშკით, წმ. გიორგის ეკლესია)



15. ერეთო (გუდაურის საკრ.: ისტ. სოფელი)



16. ვარდისუბანი (სიონის საკრ.: იოანე ნათლისმცემლის ხატი)



17. ზაკაგორი, ზაქაგორი  (კობის საკრ.:  ისტ. ციხე-სიმაგრე)



18. ზემო ოქროყანა (კობის საკრ.: ისტ. სოფელი, ეკლესია, კოშკების კომპლექსი, საცხოვრებელი კომპლექსი)



19. ზემოსოფელი (ნასოფლარი - ისტ. ძეგლი)



20. თოთი (სიონის საკრ.: ისტ. სოფელი, ნამოსახლარი, დევთ ქობი, სახიზარ გამოქვაბულები)



21. კართსოფელი (კობის საკრ.:  ეკლესია კოშკები, კოშკური სახლი, მთავარანგელოზთა ეკლესია)



22. კარკუჩა (სნოს საკრ.: ისტ. სოფელი )



23. კეტრისი (კობის საკრ.: კოშკები)



24. კობი (ისტ. ძეგლი - კოშკები, გიორგიწმინდის კომპლექსი, ეკლესია - სამრეკლო)



25. მნა (კობის საკრ.: ისტ. ძეგლიკოშკური სახლი, წმ. მარიამის ეკლესია)



26. ნოგყაუ (კობის საკრ.: სიტ. სოფელი, ეკელსია, ოქროს ბებერი წმ. გიორგის ეკლესია)



27. რესი (კობის საკრ.: ისტ. სოფელი, წმ. ბასილის ეკლესია)



28. სათარგმნო (ყაზბეგის საკრ.: ისტ. სოფელი)



29. სიონი (ისტ. სოფელი, ათენგენობის ნიში, აკლდამები, კვირეს სალოცავი, სამების ნიში,  ხევის სიონის ეკლესიის  კომპლექსი,  კოშკი)



30. სნო (ისტ. სოფელი, დარყის წმ.  გიორგის კომპლექსი,  კვირეთვისშვილის ნიში, ნადარბაზევის ეკლესია, ციხესიმაგრე - ღუდუშაურის ციხე - კოშკი, სალოცავი)



31. სტეფანწმინდა (იხ. ყაზბეგი)



32. სუათისი (კობის საკრ.: კოშკი, სამების ზემო  ეკლესია,   სამების ქვემო  ეკლესია,  სამების შუა ეკლესია)



33. ტეფი (კობის საკრ.: კოშკი, ციხე -სახლი, წმ. გიორგის ეკლესია)



34. ტყარშეტი (გორისციხის საკრ.: ისტ. სოფელი, აკლდამები, ბერის წმ. გიორგი  იგივე  წმ გიორგის ეკლესია, კვირას (კვირიას) ეკლესია, მამაწმინდის ეკლესია, სამაროვანი)



35. უხათი (ისტ. სოფელი)



36. ფანშეტი (სიონის საკრ.: გამოქვაბულებსი კომპლექსი, კოშკი, კოშკი ზვ. უბანში, ყველაწმინდის ხატი, ციხე- სახლი)



37. „ცოდვილთ ქოხები“ (იხ. გამოქვაბულების კომპლექსი)



38. ფხელშე (გორისციხის საკრ.:  ისტ. სოფელი, ეკლესია სასაფლაოზე, კვირეღვთისშვილი - კვირაცხოველი, კვირაძალი, ქალთა ხატი („დაყაჭული“ ), კოშკური სახლი)



39. ქვემო ოქროყანა  (კობის საკრ.: კოშკი, ციხე სახლი)



40. ღუდუშაურის ციხე (იხ. სოფ. სნო)



41. ყანობი (გორისციხის საკრ.: ისტ. აოფელი, არყონის წმ. გიორგის ნიში, კვირიას ეკლესია, კოშკური სახლები, მთავარანგელოზთა ეკლესია, წმ. გიორგის ხატი)



42. შევარდენი (კობის  საკრ.: ისტ. სოფელი, მაცხოვრის ეკლესია, საცხოვრებელი სახლი)



43. ცდო (ყაზბეგის საკრ.: ისტ. სოფელი, კვირას ხატი, ჟმის ხატი, წმ. გიორგის ხატი)



44. ცოცოლთა, წოწოლთა (კობის საკრ.: წმ. გიორგის ეკლესია)



45. ხურთისი, ძვ. სახელწოდება - ჭეყე, (გორისციხის საკრ.: ისტ. სოფელი, კვირეძლის ხატი, კოშკი, ნათლისმცემლის ხატი, პეტრე-პავლეს (ახალი) ხატი, პეტრე-პავლეს (ძველი) ხატი, ქაშეტა, ციხე -სახლი, ციხის ეკლესია)



46. ჯუთა (სნოს საკრ.: ისტ. სოფელი, სამარხები)