Saturday, June 11, 2011

ყაზბეგის რაიონის ისტორიული ძეგლები


 1. ყაზბეგი, ყოფილი სტეფანწმინდა (ამაღლება-აღდგომის ხატი,  ახალწლის ნიში, ელიას ხატი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ხატი, კოშკები, ნათლისმცემლის  ეკლესია, ოქროს ბურთუსოვანი, სამაროვანი, სპარსანგელოზის ნიში, ქოზციხე, ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი)



2. აბანო (კობის თემის საკრებულო.: ისტ. სოფელი, ეკლესია გზის პირას, კოშკების კომპლექსი)



3. ალმასიანი (კობის საკრ.: ისტ. სოფელი)



4. არშა (სიონის საკრ.: არშის ციხე, ეკლესია, წმ. გიორგის ახალი ხატი)



5. აჩხოტი (სნოს საკრ.: ისტ. სოფელი)



6. ახალციხე (სნოს საკრ.: ისტ. სოფელი, ეკლესია სოფლის განაპირას)



7. ბურმასიგი (კობის საკრ.: ისტ. სოფელი, საცხოვრებელი კომპლექსი კოშკით)



8. გაიბოტენი (სიონის საკრ.: ისტ. სოფელი, კვირაცხოვლის  ეკლესია,  კვირეღვთისშვილის ნიში, კოშკი, მთავარანგელოზის ხატი, ნიშთანა, საცხოვრებელი კომპლექსი კოშკით)



9. გარბანი (სიონის საკრ.: ისტ. სოფელი, აკლდამები, კვირეღვთისშვილის ხატი, მთავარანგელოზის ხატი, მინდვრის წმ. გიორგის ხატი, სამაროვანი, ციხემცავი ანგელოზი, წვერის (სემღისას) წმ. გიორგის ხატი,  წმ. გიორგის ეკლესია)



10. გერგეტი (ისტ. სოფელი, ბეთლემის კომპლექსი, კვირიკეს ნიში - ქობის ბეთლემი, კოშკი,  ნინოწმინდის  ნიში, ოხარეშის წმ. გიორგის ეკლესია, სამების ეკლესიის კომპლექსი, ყველაწმინდა (ქალების ხატი), წმ. გიორგის ეკლესია)



11. გველეთი ( ყაზბეგის საკრ.: ისტ. სოფელი, დარიალის ციხე, კოშკი და კოშკური სახლი, სამაროვანი)



12. გორისციხე  (ისტ. სოფელი, ავსაჯანაანთ ციხე)



13. გუსალთა (კობის საკრ.:  კოშკი)



14. დესი (კობის საკრ.: საცხოვრებელი კომპლექსი  კოშკით, წმ. გიორგის ეკლესია)



15. ერეთო (გუდაურის საკრ.: ისტ. სოფელი)



16. ვარდისუბანი (სიონის საკრ.: იოანე ნათლისმცემლის ხატი)



17. ზაკაგორი, ზაქაგორი  (კობის საკრ.:  ისტ. ციხე-სიმაგრე)



18. ზემო ოქროყანა (კობის საკრ.: ისტ. სოფელი, ეკლესია, კოშკების კომპლექსი, საცხოვრებელი კომპლექსი)



19. ზემოსოფელი (ნასოფლარი - ისტ. ძეგლი)



20. თოთი (სიონის საკრ.: ისტ. სოფელი, ნამოსახლარი, დევთ ქობი, სახიზარ გამოქვაბულები)



21. კართსოფელი (კობის საკრ.:  ეკლესია კოშკები, კოშკური სახლი, მთავარანგელოზთა ეკლესია)



22. კარკუჩა (სნოს საკრ.: ისტ. სოფელი )



23. კეტრისი (კობის საკრ.: კოშკები)



24. კობი (ისტ. ძეგლი - კოშკები, გიორგიწმინდის კომპლექსი, ეკლესია - სამრეკლო)



25. მნა (კობის საკრ.: ისტ. ძეგლიკოშკური სახლი, წმ. მარიამის ეკლესია)



26. ნოგყაუ (კობის საკრ.: სიტ. სოფელი, ეკელსია, ოქროს ბებერი წმ. გიორგის ეკლესია)



27. რესი (კობის საკრ.: ისტ. სოფელი, წმ. ბასილის ეკლესია)



28. სათარგმნო (ყაზბეგის საკრ.: ისტ. სოფელი)



29. სიონი (ისტ. სოფელი, ათენგენობის ნიში, აკლდამები, კვირეს სალოცავი, სამების ნიში,  ხევის სიონის ეკლესიის  კომპლექსი,  კოშკი)



30. სნო (ისტ. სოფელი, დარყის წმ.  გიორგის კომპლექსი,  კვირეთვისშვილის ნიში, ნადარბაზევის ეკლესია, ციხესიმაგრე - ღუდუშაურის ციხე - კოშკი, სალოცავი)



31. სტეფანწმინდა (იხ. ყაზბეგი)



32. სუათისი (კობის საკრ.: კოშკი, სამების ზემო  ეკლესია,   სამების ქვემო  ეკლესია,  სამების შუა ეკლესია)



33. ტეფი (კობის საკრ.: კოშკი, ციხე -სახლი, წმ. გიორგის ეკლესია)



34. ტყარშეტი (გორისციხის საკრ.: ისტ. სოფელი, აკლდამები, ბერის წმ. გიორგი  იგივე  წმ გიორგის ეკლესია, კვირას (კვირიას) ეკლესია, მამაწმინდის ეკლესია, სამაროვანი)



35. უხათი (ისტ. სოფელი)



36. ფანშეტი (სიონის საკრ.: გამოქვაბულებსი კომპლექსი, კოშკი, კოშკი ზვ. უბანში, ყველაწმინდის ხატი, ციხე- სახლი)



37. „ცოდვილთ ქოხები“ (იხ. გამოქვაბულების კომპლექსი)



38. ფხელშე (გორისციხის საკრ.:  ისტ. სოფელი, ეკლესია სასაფლაოზე, კვირეღვთისშვილი - კვირაცხოველი, კვირაძალი, ქალთა ხატი („დაყაჭული“ ), კოშკური სახლი)



39. ქვემო ოქროყანა  (კობის საკრ.: კოშკი, ციხე სახლი)



40. ღუდუშაურის ციხე (იხ. სოფ. სნო)



41. ყანობი (გორისციხის საკრ.: ისტ. აოფელი, არყონის წმ. გიორგის ნიში, კვირიას ეკლესია, კოშკური სახლები, მთავარანგელოზთა ეკლესია, წმ. გიორგის ხატი)



42. შევარდენი (კობის  საკრ.: ისტ. სოფელი, მაცხოვრის ეკლესია, საცხოვრებელი სახლი)



43. ცდო (ყაზბეგის საკრ.: ისტ. სოფელი, კვირას ხატი, ჟმის ხატი, წმ. გიორგის ხატი)



44. ცოცოლთა, წოწოლთა (კობის საკრ.: წმ. გიორგის ეკლესია)



45. ხურთისი, ძვ. სახელწოდება - ჭეყე, (გორისციხის საკრ.: ისტ. სოფელი, კვირეძლის ხატი, კოშკი, ნათლისმცემლის ხატი, პეტრე-პავლეს (ახალი) ხატი, პეტრე-პავლეს (ძველი) ხატი, ქაშეტა, ციხე -სახლი, ციხის ეკლესია)



46. ჯუთა (სნოს საკრ.: ისტ. სოფელი, სამარხები)
 


სოფლები ყაზბეგში

კობი - სოფელი ყაზბეგის მუნიცპალიტეტში, მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:აბანო, ალმასიანი, ბურმასიგი, ჯიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, კარათყაუ, კეტრისი, მნა, ნოგყაუ, რესი, სუათისი, ტეფი, უხათი, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა).ზღვის დონიდან 1970 მეტრი. სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 25 კაცი.
  

ყანობი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (გორისციხის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2040 მეტრი, სტეფანწმინდიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 565 კაცი.

ხურთისი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (გორისციხის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ხოხის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1960 მეტრი, სტეფანწმინდიდან 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 76 კაცი.




ფხელშე - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (გორისციხის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1940 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს184 კაცი.




გორისციხე - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყარშეტის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირას, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები: ტყარშეთი, ფხელშე, ყანობი, ხურთისი). ზღვის დონიდან 1870 მეტრი, სტეფანწმინდიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 283 კაცი

ტყარშეთი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (გორისციხის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1920 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 218 კაცი. სოფლის მახლობლადაა შუა საუკუნეების ეკლესია და ნასახლარები.
 

ვარდისუბანი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიონის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1860 მეტრი, სტეფანწმინდიდან 10 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 97 კაცი
  

სიონი — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, სტეფანწმინდიდან 8 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 384 კაცი.
 სოფელში დგას IX—X საუკუნეების მიჯნის
 ქართული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამნავიანი ბაზილიკა, ე. წ. ხევის სიონი. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრატებით. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.

გარბანი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიონის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე თერგის მარივენა ნაპირზე. მდინარე ტერხენის შესართავთნ ახლოს, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1830 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 342 კაცი. სოფლის მახლობლად დგას IX-X საუკუნეების ეკლესია.

არშა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიონის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე თერგის ნაპირზე. ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 565 კაცი. 



  
აჩხოტი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სნოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 251 კაცი.

აჩხოტში მე–16, მე–17 საუკუნემდე სახლობა 5-6 ოსური კომლი, დანარჩენი ტერიტორია კი წარმოადგენდა სათიბ-საძოვარ ადგილებს,რომელიც ხევის ბატონს, შიოლა ღუდუშაურის ეკუთვნოდაას არშის ციხე.

 სნო - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე სნოსწყლის ხეობაში. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:ართხმო, აჩხოტი, ახალციხე, კარკუჩა, ქოსელი, ჯუთა). ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 418 კაცი.




ახალციხე - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სნოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1800 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 129 კაცი.

კარკუჩა - სოფელი ყაზბეგის მუნიცპალიტეტში (სნოს თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1900 მეტრი. სტეფანწმინდიდან 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 82 კაცი.




ჯუთა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სნოს ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრი, სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 კაცი.




გერგეტი- ყოფილი სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (1966 წელს შეუერთდა დაბა ყაზბეგს), მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1800 . აღსანიშნავია გალავნით შემოზღუდული ხუროთმოძღვრული კომპლექსი.