Monday, June 6, 2011

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ადმინისტრაციული ცენტრი
სტეფანწმინდა
დეპუტატი პარლამენტში       
რომან მარსაგიშვილი
სიმჭიდროვე  
4.9 [1] კაცი/კმ²
ფართობი         
1081.7 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა    
4.900 კაცი (2006 წელი)
ეროვნება          
ქართველები 97%
ოსები 2.5%
რუსები 0.3%
სომხები 0.1%[2]
მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კმ²-ზე 2002 წლის აღწერის მიხედვით.
საქსტატის 2002 წლის სოფლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები.


  ყაზბეგის მუნიციპალიტეტიადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ქვეშეთის უბნის შემადგენლობაში შედიოდა, 1917-30 წლებშიდუშეთის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთით ისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტით, სამხრეთით საზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ჯავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია. მუნიციპალიტეტის ფართობია - 1081.7 კმ².


                                                            სტეფანწმინდა

     სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) - დაბა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. იგი ქალაქ ვლადიკავკაზიდან დაშორებულია 46 კმ-ით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 1 820 (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. ყაზბეგში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი. ყაზბეგს თავს დაჰყურებს გერგეტის სამების ეკლესია.
      2006 წელს დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა მისი ყოფილი სახელი.
     ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რელიეფი მაღალმთურ ხასიათს ატარებს. რელიეფი ძირითადად კლდოვანი და ძნელად მისადგომია. განვითარებულია ეროზიული, ვულკანური და ძველ მყინვარული რელიეფის ფორმები. სპორადულად გვხვდება კარსტიც.

    მთავარი ოროგრაფიული ერთეულია ხევის კავკასიონი და აგრეთვე მერიდიანული შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები; გვერდითი ქედებიდან - ხოხის ქედი.

    ხევის კავკასიონი ვრცელდება მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და იგი მოიცავს მდინარე თერგის ზემო დინების აუზს. გვხვდება დელუვიონი და ეფუზივები. ხევის კავკასიონზე აღმართულია მწვერვალები : ესიქომი (3572 ), საძელე (3307 ), ქვენამთა (3152 ) და ქაბარჯინა (3141 ). გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია უღელტეხილი ჯვარი (1379 ), რომელზედაც გადადის საქართველოს სამხედრო გზა.

შანის ქედი - წარმოადგენს აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოებას. იგი მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადების ხდისწყლისა და არმხის წყალგამყოფი მერიდიანული ქედია. შანის ქედი მის უდიდეს ნაწილში რთული რელიეფით ხასიათდება, რაც გამოიხატება მის უსწორასწორო პროფილში. აქ მდებარე უმეტესი მწვერვალები ძნელად მისადგომი, ციცაბოკალთებიანი და კლდოვანია. შანის ქედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შანის მასივი, რომელზეც აღმართულია ქედის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მწვერვალები. უმაღლესი მწვერვალია შანი (4451 ). სხვა მწვერვალებია : აკაკი წერეთლის მწვერვალი (3780 ), ილია ჭავჭავაძის მწვერვალი (3800 ) და სხვ. 1953 წელს ქედის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ქალაქ რუსთავის სახელი დაერქვა. შანის ქედზე არის მცირე მყინვარები. მყინვარებისაგან განთავისუფლებული ადგილები მოფენილია მორენული მასალით (ღორღებითა და სხვ.).

ყუროს ქედი - წარმოადგენს კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის ერთ-ერთ შემადგენელ განშტოებას, რომელიც ჰყოფს მდინარეებს თერგსა და ხდეს. ყუროს ქედის უმაღლესი წერტილია ყუროსწვერი (4091). ქედზე მდებარე სხვა მწვერვალებიდან, ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს შინო (4048 ), რომელიც წარმოადგენს თოვლით შესელილ ციცაბოკალთებიან პირამიდას.

    ქედზე გაბატონებულია ეროზიული და მყინვარული ფორმები. ზოგან კალთებზე გვხვდება მომცრო მყინვარები. ყუროს ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, რომელიც გამსჭვალულია კრისტალების შემცველი კვარცის ძარღვებით.

კიდეგანის ქედი - გამოეყოფა თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ ნაწილს. მთავარ ქედს იგი გამოეყოფა საძელისღელის უღელტეხილთან შემდეგ ვრცელდება ჩრდილოეთისაკენ და უკვე ინგუშეთის ფარგლებში ებჯინება 375 კმ სიგრძის კუესტისებურ კლდოვან ქედს. აღმართულია მწვერვალები : კიდეგანისმაღალი (4275 ), ვაჟა-ფშაველას მწვერვალი (4200 ), გველისმთა (3970 ), საამღოსმაღალი (3884 ), თათელისმაღალი (3755 ). არის მყინვარები, .. ყველაზე მთავარია მყინვარი კიდეგანა.

    შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები ერთიანდება ხდის მთათა ჯგუფში.

მყინვარწვერი


     მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი (რუს. Казбек) - მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 , წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით . მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ - მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 -ზეა.  

    მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დუგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ თეკერმა 1868 წელს. მყინვარწვერის კალთაზე, გერგეთის მყინვარის მხრიდან 3680 სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი.

   იოანე ბატონიშვილი, თავის ენციკლოპედიურ თხზულება კალმასობაში ("ხუმარსწავლი" 1813-1830), წერს:იოსებ მოხევე, მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა, რომელ ჯერეთსცა არვინ აღსრულარს მთასა მას, და მოართო მეფისა ირაკლის ნაჭერი კარავისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთ-მოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა.

   მყინვარწვერთან დაკავშირებულია ბევრი ძველი ლეგენდა. დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე 80 მეტრიანი კლდოვანი კედლის შიგნით მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული. ”ქართლის ცხოვრებისმიხედვით, ეს მონასტერი წარმოადგენდა საეკლესიო სიწმინდეების და განძის საცავს, სადაც ბერები ჯაჭვის კიბეებით ადიოდნენ. მონასტერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ლეგენდა პოეტურად აქვს აღწერილი ილია ჭავჭავაძეს. სხვა ლეგენდის მიხედვით, მყინვარწვერზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. დარიალის ხეობის მთავარი მშვენება და სიმბოლოა წმინდა სამების მონასტერი, სადაც ერთ დროს ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი. მონასტერი მდებარეობს მყინვარწვერის ფონზე, პირდაპირ დაბა სტეფანწმინდის თავზე, ხოლო 3900 მეტრის სიმაღლეზე დგას თანამედროვე პატარა ეკლესია.
  

ხოხის ქედი - წარმოადგენს კავკასიონის გვერდით ჩრდილო ქედს. თრუსოს ქედი აკავშირებს კავკასიონის მთავარ ქედთან. იგი აღმოასავლეთ საქართველოში ყველაზე ვრცელი გამყინვარებით ხასიათდება. მასზე აღმართულია მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი წერტილი - მყინვარწვერი (5047 ), რომელიც მძლავრი გამყინვარებით ხასიათდება. იგი ითვლება ჩამქრალ ვულკანურ კონუსად. ბოლო ხანებში ამ რაიონის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა დათბობა, რამაც გამოიწვია მყინვარების ფართობის შემცირება. ხოხის ქედზეა მწვერვალები : მაილი (4506 ), ჯიმარაიხოხი (4780 ), სუათისი (4466 ), ჩათა (4099 ), ორწვერი (4222 ), წითიხოხი (3905 ), სივერაუტი (3767 ), სირხისარი (3662 ) და სხვ.

    გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მაილის უღელტეხილი (4400 ), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ უღელტეხილს საქართველოს ფარგლებში.

    ხოხის ქედის ღერძული ზოლი აგებულია დიორიტებითა და დიაბაზებით. კალთები აგებულია იურული წყებებით. ხოხის ქედის შტოქედებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ორწვერის ქედი, რომელზეც აღმართულია მწვერვალი შავნაბადა (3683).

    ხოხის ქედი აღმოსავლეთით მთავრდება მყინვარწვერის მასივით, რომელსაც გააჩნია საკმაო ბევრი მოკლე შტოქედი, .. ყველაზე მნიშვნელოვანია ბართქორთი და არჩქორთი. მასივის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს მთა ტყარშეტი (3360 ), რომელსაც გააჩნია ვულკანური აღნაგობა. მთიდან ეშვება ამავე სახელწოდების ვულკანური ნაკადი, რომელმაც გადაკეტა თერგის ხეობა, შემდეგ მდინარემ ნაკადი გაჭრა და შექმნა ტყარშეტის კანიონი. მყინვარწვერის მასივზე ძირითადად არის ვულკანურო ფორმები.

დარიალის ხეობა

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მდინარე თერგის ხეობის ერთ-ერთი მონაკვეთი კასარა ანუ კასრისხევი, რომელსაც ახასიათებს ვიწრო კლდეკარისებრი მოყვანილობა. კასარას ეროზიული კლდეკარი გაჩენილია მთა მცირე ხორისარიდან ცამოსული 8 კმ სიგრძის ლავური ღვარის შედეგად. კასარა ვრცელდება 2-3 კმ-ზე.

    მდინარე თერგს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფარგლებში აქვს ორი ხეობის მონაკვეთი - დარიალი და თრუსო.

    დარიალის ხეობა წარმოადგენს თერგის ხეობის ანტეცედენტურ მონაკვეთს, რომელიც 1000 სიღრმეზეა ჩაჭრილი. დარიალის ხეობაში გაშიშვლებულია ზედაპროტეროზოური და პალეოზოური კრისტალური ფიქლები და გრანიტოიდები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში იურული თიხაფიქლებია.

    თრუსოს ხეობა - მოქცეულია კავკასიონის მთავარსა და ხოხის ქედს შორის. ხეობა იწყება თრუსოს უღელტეხილთან და თავდება დაახლ. .. 44° 30′-სთან. აქვს 25 კმ სიგრძე. მისი უდაბლესი ნაწილი 2000 მეტრზეა. თრუსოს ხეობა აგებულია იურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით.
შიგა წყლები [რედაქტირება]

   ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. აქაური მდინარეები მოკლეა (თერგის გამოკლებით), თუმცა მათ სწრაფი დინება ახასიათებთ და გამჭვირვალე წყლით გამოირჩევიან. ზოგიერთ მდინარეზე გვხვდება საკმაოდ მაღალი და ლამაზი ჩანჩქერები. ტბებს მყინვარული ან ვულკანური გენეზისი აქვთ, და ხასიათდებიან მცირე ფართობითა და ხშირად საყურადღებო სიღრმით.

     მყინვარებს ახასიათს უკუსვლა, ფართობის შემცირება, გაპობა და სხვ. ზოგიერთი მათგანი ხეობურიდან ცირკულ მყინვარად იქცა.

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ბევრია მინერალური წყაროებიც. არის დიდდებიტიაანი წყლებიც.

თერგი


    მთავარი მდინარეა თერგი, რომლის სიგრძე აქ 85 კმ-მდეა. სათავეს იღებს ხოხის ქედის მყინვარებში. სათავიდან შესართავამდე თერგის სიგრძე 623 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი - 43200 კმ². საშუალო წლიური ჩამონადენია - 9,6 კმ³. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე თერგის მთავარი შენაკადებია : ამალი, დევდარაკი, თეფიდონი, ჩხერი, ჩხატი, სუათისი, მნაისისწყალი, ქესია, რესისწყალი, ყაბახი, ჯიმარისწყალი (მარცხ.); ესიქომი, არმხი, არხადონი, ბიდარა, დესიკომიდონი, ხდისწყალი, სნოსწყალი (მარჯვ.).

    აღნიშნული მდინარეებიდან ყველაზე მეტი ფიზიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობა გააჩნიათ მდინარეებს : სნოსწყალს, ხდისწყალსა და ჩხერს.

    სნოსწყალი იწყება ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. მის სათავეს წარმოადგენენ მდინარეები ჯუთისწყალი (სიგრძე 13 კმ) და ქვენამთისწყალი (სიგრძე 4 კმ). სნოსწყლისა და მისი ორი მდგენელის ერთიანი სიგრძე თითქმის 45 კმ-ია. მდინარის ნიშნული სოფელ სნოსთან - 1760 -ია, ახალციხესთან - 1800 . მთავარი შენაკადებია : შინოსწყალი და ართხმოსწყალი.

    მდინარე ხდისწყალი (სიგრძე 19 კმ) და მისი სათავეები მდებარეობენ მყინვარ კიბიშზე.

    მდინარე ჩხერი (სიგრძე 10 კმ) იწყება ორწვერის ქედზე, მწვერვალ შავნაბადას კალთებზე, .. 3565 -ზე.

    რაიონის ტერიტორიაზე გაედინება აგრეთვე მდინარე მთიულეთის არაგვი.

    მუნიციპალიტეტში უხვადაა ტბებიც და მათ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალი მდებარეობა აქვთ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდია ვულკანური ყელიცადის ტბა, რომლის უდიდესი სიღრმეა 13,9 .

    აღსანიშნავია ასევე არჩვების ტბა, რომელიც განლაგებულია ყელის ზეგანზე, .. 3078 -ზე. სიღრმე დაახლ. 6 . მნიშვნელოვანია აგრეთვე არაგვისთავის 3 ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდა ქვემო არაგვისთავის ტბა (ფართობი 0,07 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4,5 ).

    მუნიციპალიტეტში ფართოდაა წარმოდგენილი მყინვარებიც. ყველაზე ფართო გამყინვარებით ხასიათდება მყინვარწვერის მასივი (ფართობი დაახლოებით 80 კვ.კმ). მყინვარწვერიდან ეშვება საკმაოდ ბევრი მყინვარი .. ყველაზე მნიშვნელოვანია გერგეტისა და დევდარაკის მყინვარები.

    გერგეტი მდებარეობს მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. მისი სიგრძე 7 კმ- ჭარბობს, ფართობი კი საკმაოდ ცვალებადია (მაგ., 1970 წწ, ბოლოსათვის გერგეტის ფართობი უდრიდა 11 კვ.კმ-, ხოლო 1990 წწ. ბოლოს მისი ფართობი განისაზღვრებოდა 7 კვ.კმ-ით). იგი დაკიდული-ხეობის ტიპისაა.

    დევდარაკი მდებარეობს მდინარე ყაბახის სათავეში. აქვს 7 კმ სიგრძე და 7,6 კვ.კმ ფართობი. იგი ძირითადად ცნობილია თავისი პულსაციური მოქმედებით, რომელიც აგერ უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. იგი მიეკუთვნება ხეობის ტიპის მყინვარს. დევდარაკი ფრიად ლამაზი ლანდშაფტებით ხასიათდება.

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის უფრო მცირე მყინვარებიც .. სუათისი, მნა, კიბიში, აბანო, ჩათა, შავანა, რესი და ..

    მდინარე ერეთოსწყალზე (მთიულეთის არაგვის შენაკადი) ეშვებაერეთოსჩანჩქერი, რომელსაც აქვს 45 სიმაღლე. აღსანიშნავია ასევე არშის წყალვარდნილი, რომელზედაც არსებობს საკმაოდ საინტერესო ლეგენდა.

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მინერალური წყლებიც. დიდდებიტიანი ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით გამოირჩევა თრუსოს ხეობა. ამას გარდა ხეობაში არის ტრავერტინის მძლავრი დანაგროვები. მნიშვნელოვანია ასევე ბიდარის ხეობაში არსებული წყლები.
 
ჰავა
      ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ჰავის სიმაღლებრივი ზონალობა: დაწყებული ზომიერ ნოტიოდან, დამთავრებული მაღალმთის ნოტიო მუდმივთოვლიანი ჰავით. .. 1740 -ზე იცის ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი მშრალი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 4,9°, იანვრის -5,2°, ივლისის 14,4°, აბსოლუტურ მინიმუმი -34°. ნალექები დაახლ. 800 მმ წელიწადში.

     ზ.. 1970 -ზე საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 3,5°, ნალექები 1160 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისშია (147 მმ), მინიმუმი იანვარში (50 მმ).

      2000 -ზე უფრო მაღლა ნამდვილზაფხულს მოკლებული ჰავაა.

     3650 სიმაღლეზე საშუალო წლიური ტემპერატურაა -6,1°, იანვრის -15°. აბსოლუტურ მინიმუმი - 42°. თოვლის საფრის ხანგრძლივობა 277 დღე.

No comments:

Post a Comment