Monday, June 6, 2011

ნიადაგები

     ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკავია მთა-მდელოს კორდიან და პრიმიტიულ ნიადაგებს. ტყის ღია ყომრალი ნიადაგები გვხვდება მდინარე თერგისა და მის რამდენიმე შენაკადის ხეობაში. მდინარეთა ხეობების ძირებზე არის ასევე ალუვიური ნიადაგი. მაღალმთიან ადგილებში ნიადაგი ტყის საფარს მოკლებულია. მთა მდელოს კორდიანი ნიადაგი ვრცელდება .. 1100 - 2600 -მდე.
ლანდშაფტები

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ლანდშაფტის შემდეგი სახეები :
ტყის და ყომრალი ნიადაგები საშუალო მთებითა და ფიჭვნარ-არყნარით;
მთა ხეობათა ლანდშაფტი ტყე-მდელოს მცენარეულობითა და ალუვიური ნიადაგებით;
სუბალპური მდელო ბუჩქნარი მთის-მდელოს ნიადაგებზე;
ალპური მდელოს ლანდშაფტი მთის მდელოს ნიადაგებზე;
მაღალმთიანი გლაციალური ლანდშაფტი სუბნივალური და ნივალური სარტყლებით.
ფაუნა

   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება საკმაოდ ძვირფასი ფაუნის წარმოადგენლები. მაღალმთიან ადგილებში ბინადრობს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი; ბევრია არჩვი. ხევსურეთის სასაზღვრო ზოლში გვხვდება ნიამორი. არის აგრეთვე მურა დათვი, მელა, მგელი, დედოფალა, კვერნა, ციყვი, კურდღელი, ტყის კატა, პრომეთესეული მემინდვრია და სხვ.

   ორნითოფაუნა უხვადაა წარმოადგენილი, .. ბინადრობენ ისეთი ფრინველები რომლებიც საქართველოს წითელ წიგნში არიან შეტანილი, მაგ.: ორბი, რომელიც ბუდობს კლდეებზე, კავკასიური როჭო, რომელიც ჩვენი ფაუნის უძვირფასესი წარმომადგენელია, კავკასიური შურთხი, რომლის აფრენის ზღვარი 4000 -ზე გადის და ..

   არის ასევე ბატკანძერი, მთის არწივი, სვავი, ჩხიკვი და და სხვ.

ფლორა 

    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყე არ თუ ისე კარგადაა გავრცელებული. საკმაოდ დიდი ფართობი უკავია მთის ფიჭვნარსა და არყნარს. საშუალომთიან საფეხურებზე გვხვდება წიფლის ტყეები. ფლორისა და ფაუნის შემონახვისა და გავრცელების მიზნით 1976 . დაარსდა ყაზბეგის ნაკრძალი. ნაკრძალი უტყეოა. ტყეებზე მოდის ნაკრძალის ტერიტორიის მხოლოდ 3%. ნაკრძალში ფიჭვის, არყისა და წიფელის გარდა არის დეკა, ქაცვი, ვერხვი, თხილი, კოწახური, ტირიფი, ღვია, ჭნავი და სხვ. მდინარე თერგის ჭალაში ბალახეულობასთან ერთად არის ქაცვის ბუჩქნარი. მაღალმთიან ადგილებში სუბნივალური და ნივალური მცენარეულობაა.
მოსახლეობა [რედაქტირება]

    მოსახლეობის რიცხოვნობა — 3 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 5 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 40 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 39 სოფელი.
მმართველობა [რედაქტირება]

    რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანორაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
დაბის საკრებულო — : სტეფანწმინდა;
თემის საკრებულო — 5: გორისციხე, გუდაური, კობი, სიონი, სნო.
ეკონომიკა [რედაქტირება]

   სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 400 კვ.კმ.

    წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის ძირითადია მეცხოველეობა (მეცხვარეობა და მესაქონლეობა). სასათბურე მეურნეობებში მოჰყავთ აგრეთვე ბოსტნეული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რუსეთთან დამაკავშირებელი საქართველოს სამხედრო გზა. აქ მდებარეობს სამთო-სათხილამურო ტურისტული ცენტრი გუდაური.
კულტურა 

     რაიონში 11 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 11 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).
ღირსშესანიშნაობანი [რედაქტირება]

   სოფელ სიონში დგას IX-X სს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა, .. ხევის სიონი.

   სოფელ გარბანის ზემოთ აღმართულია - გარბანის ეკლესია, რომელიც მიეკუთვნება IX-X სს. მიჯნას.

   მნიშვნელოვანია ასევე გერგეტის სამება. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრებით. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სამლოცავი იყო.

   მდინარე სნოსწყლის ნაპირზე განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაკზე აღმართულია სნოს ციხე. მნიშვნელოვანია აგრეთვე არშისა და დარიალის ციხესიმაგრეები.

   არშის ციხე აღმართულია ციცაბი კლდეზე. ციხის შიგნით რამდენიმე ათასი კაცი დაეტეოდა, რაც გამოდგებოდა მტრის შემოსევის დროს ხევის მოსახლეობის დიდი ნაწილის შესახიზნათ. ქართველი მეცნიერის ვახუშტის მიხედვით, არშის ციხე შექმნილია ადამიანის ხელის გარეშე და კაცთაგან შეუვალია.

   მნიშვნელოვანია ასევე ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, დაახლ. 4100 -ზე. ბეთლემის გამოქვაბული გამოკვლეულ იქნა 1948 წელს ქართველი მთამსვლელის ალექსანდრა ჯაფარიძის (1895-1974) მიერ.

No comments:

Post a Comment