Saturday, June 11, 2011

უძველესი სასმელი


     ლუდს უძველესი დროიდან ამზადებენ, თუმცა უძველეს სასმელს ერთი კონკრეტული სამშობლო არა აქვს. ლუდის დამზადება ყველა კონტინენტზე ყველა უძველესმა ერმა იცოდა.
    ისტორიკოსთა მტკიცებით, ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა.ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა - ასე იწყება ლუდის ისტორია.

    ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის იდენტიფიცირებად ისტორიას დაუდო სათავე.

   ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.
 
                                         ჯილდოები 


2007 წელი, თბილისი. ეროვნული კონკურსი "ოქროს ბრენდი-2006";
ნომინაცია - "რჩეული ლუდის ბრენდი".
ოქროს მედალი და საპატიო დიპლომი -"ოქროს ყაზბეგი"

2005 წელი, მოსკოვი. მეცხრე საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი: "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები"; ნომინაცია: "წლის საუკეთესო ლუდი".
ოქროს მედალი - წლის საუკეთესო ლუდი "თბილისი"

2005 წელი, მოსკოვი. მეცხრე საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი: "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები" ; ნომინაცია "წლის საუკეთესო უალკოჰოლო სასმელი და მინერალური წყალი."
ოქროს მედალი - გამაგრილებელი სასმელი "ნოსტალგია"

2004 წელი, მოსკოვი. მერვე საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი: "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები"; ნომინაცია "წლის საუკეთესო ლუდი".
ოქროს მედალი - წლის საუკეთესო ლუდი "ფშავი"
სპეციალური პრიზი - "წლის საუკეთესო სპეციალისტი ლუდის წარმოებაში"

2004 წელი, მოსკოვი. მერვე საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი: "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები"; ნომინაცია "წლის საუკეთესო უალკოჰოლო სასმელი და მინერალური წყალი."
ვერცხლის მედალი - "ცივი ჩაი კომშით"

2003 წელი, თბილისი. ნაციონალური კონკურსი"ეროვნული სუფრის მადლი"
ოქროს მედალი - ლუდი "ტრადიციული" (შპს "ყაზბეგი-1881")

2003 წელი, მოსკოვი. მეშვიდე საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი: "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები"; ნომინაცია "წლის საუკეთესო უალკოჰოლო სასმელი და მინერალური წყალი".
ოქროს მედალი - "ცივი მწვანე ჩაი ალუბლით"
ოქროს მედალი - უალკოჰოლო სასმელი "იზაბელა"    

2003 წელი, მოსკოვი. მეშვიდე საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი: "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები"; ნომინაცია: "წლის საუკეთესო ლუდი".
ოქროს მედალი - ლუდი "ყაზბეგი"
სპეციალური პრიზი - "წლის საუკეთესო სპეციალისტი ლუდის წარმოებაში"

2002 წელი, მოსკოვი. მეექვსე საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი: "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები"; ნომინაცია: "წლის საუკეთესო უალკოჰოლო სასმელი და მინერალური წყალი".
ოქროს მედალი - "ცივი მწვანე ჩაი ტარხუნით"
ოქროს მედალი - "ცივი მწვანე ჩაი მსხლით"

2002 წელი, მოსკოვი. მეექვსე საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი: "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები"; ნომინაცია: "წლის საუკეთესო ლუდი"
გრან-პრი - სტაბილურად მაღალხარისხიანი პროდუქციისათვის
ოქროს მედალი - ლუდი "მონადირე"
ოქროს მედალი - ლუდი "ყაზბეგი ტრადიციული" (შპს "ყაზბეგი-1881")


2001 წელი, მოსკოვი. მეხუთე საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი: "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები"; ნომინაცია "წლის საუკეთესო უალკოჰოლო სასმელი და მინერალური წყალი."
გრან-პრი - სტაბილურად მაღალხარისხოვანი პროდუქციისათვის
ოქროს მედალი - "ცივი ჩაი ტარხუნით"
ოქროს მედალი - "ცივი ჩაი ფეიხოათი"

2001 წელი, მოსკოვი. მეხუთე საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი: "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები"; ნომინაცია: "წლის საუკეთესო ლუდი."
გრან-პრი - სტაბილურად მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის  ოქროს მედალი - ლუდი "თოფაძე"
ვერცხლის მედალი - ლუდი "ყაზბეგი"

2000 წელი, მოსკოვი. მეოთხე საერთაშორისო  პროფესიონალური კონკურსი "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები"; ნომინაცია: "წლის საუკეთესო ლუდი."
გრან-პრი - სტაბილურად მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის
ოქროს მედალი - ლუდი "თოფაძე"
ოქროს მედალი - ლუდი "ყაზბეგი"
ოქროს მედალი - ლუდი "ყაზბეგი-პორტერი"

2000 წელი, მოსკოვი. მეოთხე საერთაშორისო  პროფესიონალური კონკურსი "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები";  ნომინაცია: "წლის საუკეთესო უალკოჰოლო სასმელი."
ოქროს მედალი - "ცივი მწვანე ჩაი-ელექსირი"
ოქროს მედალი - "ცივი ჩაი ჟოლოთი"
ვერცხლის მედალი - "ცივი ჩაი ლიმნით"
ვერცხლის მედალი - "ცივი ჩაი ატმით"
ვერცხლის მედალი - "ცივი ჩაი ფორთოხლით"

2000 წელი, პარიზი.
ხარისხის სერთიფიკატი "ევროპის თაღი"

1999 წელი, ბრიუსელი. საერთაშორისო კონკურსი
პრიზი "ევროპის ბაზარზე განსაკუთრებული წარმატებებისათვის მენეჯმენტისა და  ხარისხის დარგში"

1998 წელი, მადრიდი.საერთაშორისო კონკურსი
ჯილდო "ლუდის  მწარმოებელი საუკეთესო კომპანია"

1997 წელი, მოსკოვი. პირველი საერთაშორისო   პროფესიონალური კონკურსი "ლუდი, სასმელები და მინერალური წყლები";
საპატიო დიპლომი - კომპანია "ყაზბეგი"
ოქროს მედალი - ლუდი "ფშავი"
ბრინჯაოს მედალი - ლუდი "ყაზბეგი"
 

Monday, June 6, 2011

ჩემი თვალით დანახული ყაზბეგი






ყანობის ეკლესია

ვარდისფერი მარილი

მოხევეები

ნიში


ქაბარჯინა

ვაცის ხევი

თერგი

მყინვარი

ყანობი ჩემი პატარა სიამაყე


ტურისტული მხარე

   ყაზბეგი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ადგილია, ყოველწლიურად მას დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს ( აგვისტოს ომის შემდეგ საგრძნობლად იკლო მათმა რაოდენობამ )

   სტეფანწმინდა (ყაზბეგი) მდებარეობს საქართველოს ჩრდილო აღმოსავლეთით. თბილისიდან 157 კილომეტრით არის დაშორებული, ზღვის დონიდან კი 1740 მეტრზე მდებარეობს. მასზე გადის საკმაოდ სწრაფი მდინარე თერგი. ჰავა საკმაოდ ცივი და მშრალია. საშუალო ტემპერატუა +4.9 გრადუსია. ყველაზე ცივი პერიოდი იანვრის თვეა ამ დროს ტემპერატურა საშუალოდ -5.2 გრადუსია. მინამალური ტემპერატურა დაფიქსირებულია -34 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური +32.

ლაშქრობა ყაზბეგში

I დღე - თბილისიდან  10:00 საათზე გასლა.
ანანურის სამონასტრო კომპლეკსის დათვალიერება, ჯვრის უღელტეხილის
გავლით ყაზბეგში ჩასვლა. დაბანაკება და ღამის თევა.

II დღე - დილით გერგეთის სამებაზე ასვლა.
ყაზბეგში დაბრუნება და მხართმცოდნეობის და მთასვლელობის მუზეომების
დათვალიერება. ღამისთევა ყაზბეგში.

III დღე - დარიალის ხეობაში გასვლა.
ხდის ხეობის დათვალიერება და ყაზბეგში დაბრუნება.
სნოს ხეობიდან ჯუთის მიმართულებით მოძრაობისას სნოს ციხის, კარკუჩას,
ჯუთას დათვალიერება და ყაზბეგში დაბრუნება.

IV დღე - დილით სოფ. არშის მიმართულებით გამგზავრება.
გზად ფანშეტის, არშის ციხის, ჩანჩქერებისა და სიონის ბაზილიკის ნახვა.
ყაზბეგში დაბრუნება.

V დღე - ბანაკში დასვენება(გართობა, მწვადების შეწვა, ინტელექტუალური ტამაშები)

VI დღე - თბილისში დაბრუნება.

ხანგრძლივობა: 6 დღე - 5 ღამე.

ლაშქრობისთვის ხელსაყრელი პერიოდი ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე.

ტრანსპორტით სავალი გზის მონაკვეთი

თბილისი-ყაზბეგი-თბილისი 315 კმ.
ყაზბეგი-ხდის ხეობა-ყაზბეგი 25 კმ.
ყაზბეგი-დარიალის ხეობა-ჯუთა-ყაზბეგი 85 კმ.

ფეხით სავალი გზის სიგრძე
ყაზბეგი-გერგეთის სამება-ყაზბეგი 6 კმ.
ყაზბეგი-ფანშეტი-არშა-სიონი-ყაზბეგი 20 კმ.

ღამისთევა კარვებში

კვება სამჯერადი

საჭირო ინვენტარი: კარვები, პარალონი, საძილე ტომრები, ფანარი, ბარი, ნაჯახი, ტენტი, სკოჩი, აფთიაქი, თოკები(კარვების გასაშლელად), ჭურჭელი(ქვაბი, ტაფა, ვედრო, თეფშები, ჩანგლები, დანები, კოვზები, ჭიქები, ჩაიდანი).


სასტუმროები 








100 აშშ დოლარიდან
               

სასტუმრო ''სტეფანწმინდა'' გთავაზობთ 22 ნომერს: 19 არის სტანდარტული ერთადგილიანი და ორადგილიანი ნომრები, 3 - ლუქსი.

 

 





ლელას სასტუმრო სახლი       
 45 აშშ დოლარიდან
               
 
ლელას საოჯახო სასტუმრო ყაზბეგში არის პატარა, ლამაზი სასტუმრო სახლი, სადაც მოხიბლული დარჩებით დიასახლისის  სტუმართმოყვარეობით. სასტუმროს აქვს 4 ორადგილიანი ნომერი.  ვრცლად...


მერაბის სასტუმრო სახლი    
  
30 აშშ დოლარიდან
               

მერაბის საოჯახო სასტუმრო ყაზბეგში. ორი სახლი ერთ დიდ ეზოში მუდამ მზადყოფნაშია მინიმუმ 25 სტუმრის მისაღებად.  





მანონის სასტუმრო სახლი 
     
30 აშშ დოლარიდან
               

მანონის საოჯახო სასტუმრო ყაზბეგში. თქვენ მოხიბლული დარჩებით მასპინძლის სტუმართმოყვარეობით.   



ლევანის სასტუმრო სახლი     




30 აშშ დოლარიდან
               

ლევანის სასტუმრო სახლი გთავაზობთ მშვენიერ ხედებს ყაზბეგის მთაზე.