მოხევური სამზარეულო ქართული სამზარეულო ერთ-ერთი მდიდარი და გამორჩეულია მსოფლიოში. ბუნებრივი პირობებისა და მეურნეობის მრავალგვარობამ კერძების მრავალფეროვნება განაპირობა. საქართველოს ცალკეულ კუთხეში საუკუნეთა განმავლობაში ტრადიციული კერძები შეიქმნა. თიულები დღეში სამჯერ მიირთმევენ: სადილი (საუზმე), სამხარი (სადილი) და ვახშამი. იკვებებიან შემდეგი პურეულით: ქერ-სვილი(ჭვავი), ქერი, ხორბალი და მჭადით. აცხობენ ხმიადს და საფუარიან პურს, ლავაშს კეცზე აცხობენ. ნამცხვრები: ქადა გულიანი, ხაბიზგინდა, ნიორპურა, ხაჭომხლოვანი, ატრია (გათხელებულ ცომს ჭრიან და რძეში ხარშავენ).
სიმინდის ფქვილისგან ამზადებენ:
ე რ ბ ო - ხ ა ლ ს - სიმინდის ფქვილის ერბონარევი ფაფა, მასში პურს აწობენ და ისე ჭამენ.
კ ა პ ა რ ი - სიმინდის ფქვილს ხაშით ამჟავებენ, შემდეგ წყალში ადუღებენ, ქილებში ასხავენ და როცა დამჟავდება მარხვაში ჭამენ.
ხ ი ნ კ ა ლ ი - ხორცის, ყველის, კარტოფილის, ხაჭოსი, ჭინჭრის, ერბო-ფქვილში არეული.
150გრ. ღოლოს ფოთოლი
1 ღვინის ჭიქა გატარებული ნიგოზი
1 თავი ნიორი
ტყემლის ტყლაპი გემოვნებით
3 ლიტ. წყალი
მარილი გემოვნებით
8 ლუკმის კოვზი ფქვილი
შინდის შეჭამანდი (კერძი)
შინდის კერკი 1 ღვინის ჭიქა
ნიგოზი 1 ღვინის ჭიქა გატარებული ან დანაყილი
შაქარი 50გრ. (ან შაქარი გემოვნებით)
ნიორი 1 თავი
2 ლიტ. წყალი
6 ლუკმის კოვზი ფქვილი
მარილი გემოვნებით
მხლოვანა
ჭარხლის ფოთოლი 2 კგ.
მწვანე ხახვი 1 კონა
ქინძი 1 კონა
კამა 1 კონა
ყველი ნახევარი კგ. (0,5 კგ)
ერბო 100 გრამი
ფქვილი 3-4კგ
მაწონი 1 ლიტ.
ნივრის ხინკალი
4 საშ. ზომის ნივრის თავი
1 ღვინის ჭიქა გატარებული ნიგოზი
50გრ. წყალი
მარილი გემოვნებით
ერბო გემოვნებით
3კგ. ფქვილი
ავიღოთ ცხვრის ხორცი, მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით - ანუ დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად დავასხათ წყალი და მოვხარშოთ, როცა ხორცი კარგად მოიხარშება ჩავაყაროთ დაჭრილი კარტოფილი და ბეგქონდარა გემოვნებით. როცა კარტოფილი მოიხარშება ჩავაყაროთ დაკეპილი ნიორი(ესეც გემოვნებით). ცოტა ხანში კერძი მზადაა. ბაღის ქონდარით ისეთი გემრიელი არ გამოდის. ველური ქონდარი უფრო უხდება..
მოხეური ყაურმა მას უფრო მწყემსები აკეთებენ როცა მთაში არიან. დაკლულ ხბოს ან ცხვარს როცა გაატყავებენ ტყავს კარგად გაასუფთავებენ, ხორცს დაჭრიან შესაბამისი ზომის ნაჭრებად, შემდეგ ამ ხორცს გაახვევენ ტყავში, ტყავს კარგად, მჭიდროდ ამოკერავენ. შემდეგ ამოთხრიან ორმოს, ჩადებენ შიგნით ამ ხორციან ტყავს და როცა მიწას დააყრიან ზემოდან დაანთებენ კოცონს და როცა ჩაინავლება და ჩაქრება კერძიც მზადაა. ამოიღებენ და გემრიელად მიირთმევენ .
ქადა შეგვიძლია ქადის გულით, ჯემით ან ნიგოზისა და შაქრის ნარევი გავუკეთოთ გულსართი. ცომი: 5 ცალი ნამცხვრისთვის( როგორც წესი იქ აცხობენ 28 სმ დიამეტრის თუჯის თხელ ტაფაში )
10 კვერცხი
1 კგ შაქარი
1 ლიტრი რძე
700 გრ ერბო ( როცა არ მაქვს კარაქს ვხმარობ)
50 გრ ზეთი
ფქვილი იმდენი რომ ჩვილი ცომი გამოვიდეს.
1)ერთი ლიტრი რძე შევდგათ ნელ ცეცხლზე, ჩავყაროთ შაქარი და ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება, რძე ძალიან არ გავაცხელოთ
2) ერბო ან კარაქი გავადნოთ
3) კვერცხი ძალიან კარგად ავთქვიფოთ
4) ერთ ჭიქა თბილ რძეში ჩავყაროთ ერთი სადილის კოვზი თავმოდგმული საფუარი და დაველოდოთ სანამ არ ამოვა.
რძეში ჩავუშვათ ერბო, ზეთი ვანილი გემოვნებით, ბოლოს გათქვეფილი კვერცხი და სულ ბოლოს საფუარი, შევაზილოთ გაცრილი ფქვილი. ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი და ჩვილი. დავდგათ სითბოში. ცომი უნდა ჩავზილოთ 2-ჯერ. ბოლოს უნდა ამოვაგუნდაოთ 5 დიდი და 5 მომცრო გუნდა. გავაჩეროთ სითბოში. ტაფებს წავუსვათ ცხიმი და ჩავდოთ მომზადებული ცომი, გავუკეთოთ გულსართი სურვილის მიხედვით და დავადოთ ზემოდან მომცრო გუნდის გაბრტყელებული ცომი, ამოვუკეცოთ გვერდები და ზემოდან აპლიკაციია სურვილის შესაბამისად, ჩვენი ძალოები სასწაულ ლამაზ პეროგებს და ქადიანებს აკეთებენ, გემოზე რომ არ ვქთვა არაფერი. დავდოთ გამზადებული ტაფები სითბოში და დაველოდოთ ამოსვლას. როცა ამოვა კარგად გადავუსვათ ზემოდან კვერცხისა და რძის ნაზავი და შევდგათ წინასწარ გამთბარ ქურაში. ცხვება საშუალო ცეცხლზე, გამოვიღოთ როცა გამოცხვება, გავაჩეროთ ტაფაშივე სანამ არ გაცივდება, გადმოვიღოთ ფრთხილად და მივირთვათ გემრიელად.